სასჯელაღსულების სამინისტრო

ე.წ. მატროსოვის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ე.წ. მატროსოვის ციხის დირექტორი, გიორგი ხიზანიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, ხიზანიშვილის გათავისუფლება რეორგანიზაციის პროცესს უკავშირდება.

ამასთანავე, უფლებამოსილება შეუჩერდა ქსნის ტუბერკულოზის დაწესებულების ხელმძღვანელსა და სამ ექიმს.  

,,თუ გენერალური ინსპექციისა და ჩვენი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგად დადგინდება, რომ რომელიმე ადამიანი დანაშაულებრივი ქმედების მონაწილე იყო, ან საკუთარ მოვალეობას არ ასრულებდა, შეუჩერდება უფლებამოსილება და მის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ყველა დამნაშავე პასუხს აგებს, თუმცა ამავდროულად მინდა მოვუწოდო პატიმართა მშობლებსა და ახლობლებს, შიმშილობითა და სხვადასხვაგვარი მეთოდებით ნუ შეეცდებიან ამ პროცესის დაჩქარებას. ყველა დამნაშავე დაისჯება’’, - აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

კომენტარები