სასჯელაღსულების სამინისტრო

სოზარ სუბარი: სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულებისადმი მიდგომა შეიცვლება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატის სოზარ სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ცვლილებები განხორცილდება, პირველ რიგში კი შეიცვლება მიდგომა მსჯავრდებულებისადმი. მისივე თქმით, შესაძლოა, რომ უახლოეს მომავალში რამდენიმე პატიმრის საქმე გადაიხედოს.

"სისტემა დღეს აწყობილია პატიმრების ღირსების შელახვაზე, ჩვენი მიზანი იქნება სისტემა ემსახურებოდეს ადამიანების რესოციალიზაციას. სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას პატიმართა მოვლა-პატრონობაზე. მთავრობის საზრუნავი იქნება ასევე ის, რომ სამარცხვინო პირველი ადგილი, რომელიც ჩვენ პატიმართა სიკვდილიანობის მიხედვით გვიკავია, აღარ არსებობდეს.” - აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა.

სოზარ სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში დღეს გამეფებულია კორუფცია, როდესაც საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით სისტემას ერთი ფირმა ამარაგებს.

 

კომენტარები