სასჯელაღსრულების სისტემა

ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა

ქუთაისის # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გაავრცელა.

,,2012 წლის 6 ნოემბერს 05:25 საათზე მსჯავრდებულმა თავი იგრძნო ცუდად, გამოძახებული იქნა ექიმი, დაფიქსირდა არტერიული წნევა 240/120, ჰიპერტონიული კრიზი, სტენოკარდია. მას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და პარალელურად გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები. სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები