პრეზიდენტის რეზიდენცია

ნოდარ ხადური: ავლაბრის რეზიდენციაში სრულიად შესაძლებელია სასტუმრო გაკეთდეს

გუშინ, 2 ნოემბერს, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ავლაბრის სასახლე ქვეყნის პირველი პირის რეზიდენცია აღარ იქნება.
„აბსოლუტურად შესაძლებელია, პრეზიდენტის ზოგიერთი რეზიდენცია რომელიმე კომპანიას გადაეცეს, რომელიც ინვესტირებას განახორციელებს და მას დანიშნულებას შეუცვლის. ამაზე ახლა კონკრეტული საუბარი ნაადრევია, თუმცა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები. უშუალოდ ავლაბრის რეზიდენციაში სრულიად შესაძლებელია სასტუმრო გაკეთდეს - ის საკმაოდ საინტერესო ადგილზეა, თბილისის ისტორიულ ცენტრში, იქიდან კარგი ხედებია. მთავარია, რომ ეს ხელს არ შეუშლის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას“, - განაცხადა ხადურმა.

კომენტარები