სასჯელაღსრულების სისტემა

რუსთავის #16 საპყრობილის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს, ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გაავრცელა.

„სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2012 წლის 2 ნოემბერს დაიწყო მოკვლევა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, გენერალური ინსპექციის მიერ საკითხის საბოლოო შესწავლამდე, უფლებამოსილება შეუჩერდა რუსთავის #16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს ლევან აბურჯანიას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პატიმართა მშობლებმა, რომელთაც რუსთავი-გარდაბნის ცენტრალური მაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი, გზა გაათავისუფლეს.

კომენტარები