უკრაინის საპარლამენტო არჩევნები 2012

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში რეგიონების პარტია ლიდერობს

წინასწარი შედეგების მიხედვით, უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში 35.9%-ით  მმართველი - რეგიონების პარტია ლიდერობს. მას იულია ტიმოშენკოს პარტია მოჰყვება 21.3% -ით,  15,1%-ით პარლამენტში მოხვედრას შეძლებს მესამე ადგილზე გასული კომუნისტური პარტიაც. მოკრივე ვიტალი კლიჩკოს გაერთიანება კი 12.7%-ით მეოთხე ადგილზე გადის. 
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობას 87 პარტია იღებს, რომელთაგან პარტიული სიით მხოლოდ 21 ცდილობს გამარჯვებას. დანარჩენებმა კანდიდატები ერთმანდატიან ოლქებში წამოაყენეს. ხმის უფლების მქონე უკრაინელთა რაოდენობა 36,3 მილიონს შეადგენს.
კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ცესკომ არჩევნების შედეგები 12 ნოემბრამდე უნდა დათვალოს და საპარლამენტო გაზეთ უკრაინის ხმაში გამოაქვეყნოს.

კომენტარები