გამოძიება

არჩილ კბილაშვილი: ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება გაგრძელდება

მთავარი პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება გაგრძელდება.

მისი თქმით, ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება.

„რაც შეეხება კონკრეტული პირების დანაშაულებრივ წვლილს, თუ საქმის გამოძიებისას, მასალებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების საფუძველზე გაჩნდება ამგვარი აზრი, მას მიეცემა შესაბამისი კვალიფიკაცია. წინასწარ იმის თქმა, რომ ვინმე პასუხისგებაში მიეცემა ამა თუ იმ ბრალდებით, არ შემიძლია“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

გუშინ, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ზურაბ ჟვანიას ძმამ, გიორგი ჟვანიამ, ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებად მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ბარამიძე დაასახელა.

კომენტარები