ახალი მთავრობა

პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცედურა დაიწყო

პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის დამტკიცების პროცედურა დაიწყო.

მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი 15-20 წუთიანი მოხსენებით გამოვა.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიტყვით გამოსვლისას აქცენტს იმავე თემებზე გააკეთებს, რაზეც გუშინ ისაუბრა. მან საპარლამენტო უმრავლესობას ობიექტურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გუშინდელ შეხვედრაზე უმრავლესობა არაკონსტრუქციული იყო.

,,ჩვენ ყველა შეკითხვაზე გავეცით პასუხი, თუმცა მათი შენიშვნები იყო არაკონსტრუქციული. მათ უნდოდათ ეჩვენებინათ შენიშვნები მხოლოდ შენიშვნებისთვის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები