ახალი მთავრობა

ღარიბაშვილი პირველ რიგში სოდ-სა და კუდ-ს გააუქმებს

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ნაბიჯი სოდ-ისა და კუდ-ის გაუქმება იქნება. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ სტრუქტურების გაუქმება „საზოგადოების დაკვეთას“ წარმოადგენს.

ღარიბაშვილის განმარტებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ფუნქციების ნაწილი ახალ სტრუქტურას - სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაეცემა. ფუნქციების მეორე ნაწილი - სპეციალურად შექმნილ ანტიკორუფციულ სააგენტოს.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ფუნქციები კი კრიმინალურ პოლიციას გადაეცემა.

ღარიბაშვილის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უწყების „დეპოლიტიზაცია“ იქნება. მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლები „პოლიტიკური დაკვეთებისგან თავისუფლები უნდა იყვნენ და არ უნდა იყონ ზეწოლის მსხვერპლნი“. მინისტრობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ კრიმინალის მიმართ „შეურიგებელი იქნება“.

 

კომენტარები