ტელეკომპანია

ტელეკომპანია პიკ-მა მაუწყებლობა შეაჩერა

ტელეკომპანია პიკ-ი ეთერში აღარ გადის. მაუწყებლობის შეწყვეტას წინ უძღვოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან პიკ-თან საქმიანი კონტაქტების შეჩერება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება პიკ-ის თანამშრომლების განცხადება, სადაც ისინი ითხოვენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ მიიჩნევს საზოგადოებრივი მაუწყებელი საჭიროდ საქართველოში ერთადერთი რუსულენოვანი არხის დახურვას, ასევე მოითხოვენ შექმნილ ფინანსურ პრობლემებში გარკვევას.

პიკ-ის თანამშრომლები აპროტესტებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას და ითხოვენ ოფიციალურ აუდიტს იმის გასარკვევად,  თუ პირობის რა მუხლები დავარღვიეს.

 

კომენტარები