ტელეკომპანია

რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე ქართული ოცნების მხარდამჭერები შეიჭრნენ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ქართული ოცნების მხარდამჭერები შეიჭრნენ. ტელეკომპანიის ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აქტივისტები ცდილობდნენ, რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ორი ადამიანი ჩანს, რომლებსაც ქართული ოცნების მაისურები აცვიათ. ინციდენტი დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა და მასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციაა გამოძახებული.

ტელეკომპანია რუსთავი 2 მომხდარს მედიაზე ზეწოლად აფასებს და ყველას მოუწოდებს შეწყვიტონ მედიაზე შეტევა.

 

კომენტარები