მთავრობა

გიორგი კვირიკაშვილი: პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეჩერებულია

როგორც ეკონომიკის მინსიტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეჩერებულია. კვირკაშვილს დეტალებზე არ უსაუბრია.

,,სამწუხაროდ, უკვე მოხდა შენობის გასხვისება, თუმცა პრივატიზაციის პროცესი შეჩერებულია, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის შენობა, სადაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო ასე ნაჩქარევად გასხვისდა. ეს იყო შეცდომა." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, სტრატეგიული ობიექტების სია გადასახედია, რადგან არსებობს ობიექტები, რომლებიც არ შეიძლება სახელმწიფომ გაასხვისოს. 

 

კომენტარები