აშშ

აშშ-ში ბარაკ ობამასა და მით რომნის მეორე ტელედებატები გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და მისმა რესპუბლიკელი მეტოქის მით რომნის მეორე სატელევიზიო დებატები, 16 ოქტომბერს გაიმართა. საუბრის მთავარი თემები იყო ეკონომიკის ზრდა და ამერიკის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში.

წინა დებატებისგან განსხვავებით, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართა, ობამამ შემტევი პოზიცია დააფიქსირა და რომნის მდიდრების ინტერესთა გატარებაში დასდო ბრალი.  თავისმხრივ საკუთარ პოზიციებს მტკიცედ იცავდა პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი. მისი განცხადებით, ,,მილიონობით დაუსაქმებელი ადამიანი და ქვეყნის ეკონომიკის არსებული მდგომარეობა მოწმობს რომ პრეზიდენტის პოლიტიკამ მარცხი  განიცადა''.

ბარაკ ობამამ მისი პრეზიდენტობის მიღწევების მაგალითებად ოსამა ბინ ლადენის სიკვდილი, საშუალო კლასისათვის გადასახადების შემცირება, ჯანდაცვის რეფორმის გატარება და ქვეყნის საავტომობილო მრეწველობის გადარჩენა დაასახელა. 

საბოლოო, მესამე ტელედებატები 22 ოქტომბერს, ფლორიდაში გაიმართება. 

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში  6 ნოემბერს ტარდება.

კომენტარები