საქართველო-ნატო

18 ოქტომბერს საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

ოქტომბერს საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ელენე ხოშტარიას განცხადებით, აპატურაი შეხვედრებს გამართავს ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან. მისი თქმით, ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და ის ნაბიჯები იქნება, რომელიც ქვეყანამ ალიანსთან დასაახლოებლად გადადგა.

ნოემბრის ბოლოს კი საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები ჩამოვლენ, რომლებიც თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს გაეცნობიან.

 

კომენტარები