აზიზიეს მეჩეთი

ივანიშვილი: აზიზიეს მეჩეთი დაგეგმილ ადგილას აშენდება

საქართველოში სხვადასხვა კონფესიების სალოცავების მშენებობის პრობლემა არ არსებობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვლმა. 

მისი თქმით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან გაჩენილი ხმაური ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად იყო ინსპირირებული და აზიზიეს მეჩეთი დაგეგმილ ადგილას აშენდება.

„ზოგადად არც მეჩეთის მშენებლობაზე და არც სხვა ტიპის სალოცავების მშენებლობის გამო, საქართველოში ხმაური არასდროს ყოფილა. ის, რაც ბათუმში მოხდა, ეს იყო გამოწვეული და ინსპირირებული ხელისუფლების მხრიდან, თითქოს ქართველებს ტოლერანტობა აკლიათ და ველურები ვართ", თქვა ივანიშვილმა.

 

კომენტარები