შსს

სალომე მახარაძე: დაცვის პოლიციის არცერთი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებული არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის სალომე მახარაძის  განცხადებით, დაცვის პოლიციის არცერთი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებული არ არის. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

სალომე მახარაძის განმარტებით, მერიის ობიექტების დაცვასთან დაკავშირებით შსს-სა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების მიუხედავად, არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა სამსახურიდან.

მისივე თქმით, ის პირები, რომლებიც მერიის ობიექტების დაცვაზე მუშაობდნენ, სხვადასხვა დაცვის სამსახურებში გადანაწილდებიან, ხოლო პოლიციელთა ის ნაწილი, რომელიც მერიის შეთავაზებას დასთანხმდა, ახლად შექმნილ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში გააგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, ინფრომაცია დაცვის პოლიციის თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, დღეს თავად პოლიციელების მიერ გავრცელდა. პოლიციელთა ცნობით, თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მათ უსაფ­რთხო­ე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში გა­დას­ვლა შეს­თა­ვა­ზეს.

კომენტარები