შსს

ირაკლი ღარიბაშვილი კუდის და სოდის გაუქმებას არ გეგმავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფ­რთხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტისა და 
სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის გაუქმებას არ გეგმავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა. 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არასწორად მოხდა მისი განცხადების ინტერპრეტირება. 

 ,,არასწორია, თითქოს კუდსა და სოდს ვაუქმებთ. სამსახურიდან ადამიანების უსამართლოდ გაშვება არავითარ შემთხვევაში არ იგეგმება. რეორგანიზაციაში ამ სისტემების შესაძლო შერწყმა, სხვა ფორმის მიცემა და სისტემის გაჯანსაღება იგულისხმება. საუბარია ოპტიმიზაციაზე, თუმცა არა თანამშრომლების ხარჯზე." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები