თბილისის მერია

თბილისის მერია ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის გამიჯვნის საკითხზე მუშაობს

თბილისის მერია ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის გამიჯვნის საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს ფრაქციის წევრმა, კოკი იონათამიშვილმა განუცხადა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე მოდელს განიხილავენ. გადაწყვეტილების პროექტი საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარედგინება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ქალაქის მერია თვის ბოლოს მიიღებს.

კოკი იონათამიშვილის ცნობით, საკითხზე მუშაობა იმის გამო დაიწყო, რომ ათასლარიანი ვაუჩერები მოსახლეობას აღარ დაურიგდება.

 

კომენტარები