აშშ-საქართველო

ტომას მელია: ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის არჩევნებზე ბევრად მეტია საჭირო

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტომას მელია, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში დისკუსიის დროს ტომას მელიამ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, თუ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები გაგრძელდება.

,,ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლების გადაცემა კვლავ დემოკრატიული იქნება, როგორც ეს დასაწყისში იყო. თუ ეს ასეა, ამერიკული პოლიტიკის პრინციპები საქართველოსთან მიმართებაში არ შეიცვლება." - განაცხადა ტომას მელიამ.

მისი თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს ,,ღირსშესანიშნავ ტრანზიციას’’, მაგრამ მიიჩნევს, რომ ,,ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის არჩევნებზე ბევრად მეტია საჭირო".

ტომას მელიამ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდგომი ძალადობის საფრთხე რეალურად ჩანდა, მაგრამ დაპირისპირებული მხარეების საკითხისადმი მიდგომამ, ,,მას ეს შიში გაუქარწყლა’’. 

კომენტარები