სასჯელაღსრულების სამინისტრო

სუბარი: ტუღუშის ინიციატივას ციხის მონიტორინგთან დაკავშირებით მივესალმები

ბიძინა ივანიშვილის მიერ  სასჯელაღსრულობას მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ის გიორგი ტუღუშის ინიციატივას ციხეებში მონიტორინგის შესახებ მიესალმება და მის გაგრძელებას აპირებს.

"არ გავაუქმებ ამ დებულებას. მე ერთ- ერთი პირველი ვიყავი, ვისი ინიციატივაც იყო მეტი გამჭვირვალობა სისტემაში. ზოგადად, ვაპირებ, რომ სისტემა იყოს გაცილებით ღია, ვიდრე ის არის და მონიტორინგის უფლება ჰქონდეთ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეტი გამჭვირვალობა იყოს რელიგიური ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. არ ვიცი, შეიძლება ისედაც არის ჩადებული ამ დებულებაში მათი ჩართვა. ჯერ დეტალებს არ ვიცნობ, არ ვიცი რა უფლებები ექნება ჯგუფს, ვინ იქნებიან მასში და ა.შ. ამიტომ კონკრეტიკაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს," -განაცხადა სუბარმა. 

სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშის ინიციატივით საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისაგან შემდგარი ორმოცდაათწევრიანი ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24 საათის განმავლობაში მონიტორნგის უფლება მიანიჭება.

კომენტარები