საქართველო-რუსეთი

ფანჯიკიძე: რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კონკრეტული მონახაზი უკვე არსებობს

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ახალი მთავრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, რაც მისი თქმით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში, აშშ-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობასა და მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებში მდგომარეობს.

ფანჯიკიძის განცხადებით, ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკურ კურსში სიახლესაც შეიტანს, რაც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას და ამის საშუალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ითვალისწინებს.

"ჩვენი მეზობლები არ უნდა დაგვავიწყდეს, ახლო და შორეული სამეზობლო არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსეთთან აუცილებლად უნდა დაიწყოს რაღაც სახის ურთიერთობა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრა რუსეთთან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელი იქნება. მაგრამ ამავე დროს რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%, რომელიც ახლა ოკუპირებულია, არასოდეს არ გახდება საკითხი, რომელზედაც შეიძლება რაიმე კომპრომისი იყოს საქართველოს მხრიდან.” - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.

ფანჯიკიძის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კონკრეტული მონახაზი უკვე არსებობს.

 

კომენტარები