ინფრასტრუქტურა

კახი კალაძე: ძველი ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით დაწყებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროგრამები გაგრძელდება და მათ უფრო საინტერესო, მასშტაბური პროექტებიც დაემატება.

"დარწმუნებული ვარ, თავს გავართმევ. ამჟამად სამინისტროში ძლიერი გუნდი მუშაობს, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, არის რაიონები, ქალაქები, სადაც წყლის და გზის პრობლემაა. ეს აუცილებლად მოგვარდება.” - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა.

კახი კალაძის თქმით, თანამშრომლები საკუთარ ადგილებს შეინარჩუნებენ და სამინისტროში დიდი საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება.

 

კომენტარები