თბილისობა 2012

ხვალ „თბილისობა 2012“-ის ღვინის ფესტივალი გაიმართება

ხვალ, შვიდ ოქტომბერს, თბილისობის ფარგლებში „თბილისობა 2012“-ის ღვინის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი მეიდნის ტერიტორიაზე, დილის თერთმეტი საათიდან დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ღვინის მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე და ოჯახური მარნებიც. ფესტივალზე იგეგმება ადგილზე ღვინის ჩამოსხმა, მისი სრული შეფუთვა და სახელდახელო ეტიკეტის დამზადება. სტუმრებს შეეძლებათ წარმოდგებილი ღვინის დაგემოვნება და საკუთარი ხელით ღვინის ჩამოსხმა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მწვადის შეწვასა და კარგ მუსიკას. ჩამოისხმება ქვევრში დაყენებული ქისი, რომლის ნაწილი იქვე გაიყიდება, ნაწილი კი ვიქტორინაში გათამაშდება.

ღვინის ფესტივალს ორგანიზებას, ტრადიციულად, „ღვინის კლუბი“ უწევს.

თბილისობის ღვინის დღესასწაული პირველად 2010-ში გაიმართა. წელს შემოდგომის ღვინის ფესტივალი მეორედ ჩატარდება. „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიას განცხადებით, ამგვარი ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ ქართველ მომხმარებელს უფრო მეტად განუვითარდეს მაღალხარისხიანი პროდუქციის მოთხოვნილება.

 

 

კომენტარები