თბილისობა 2012

გიგი უგულავა: ბუნებრივია, მერია და თვითმმართველობა ვაგრძელებთ მუშაობას

”ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, უამრავი პროექტი, რომელთაც ვახორციელებთ. ამას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ბუნებრივია, მერია და თვითმმართველობა ვაგრძელებთ მუშაობას. მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს და სწორედ მათ მოგვარებაზე ვზრუნავთ”, - ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. 
დღეს დედაქალაქი თბილისობის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისობასთან დაკავშირებული ღონისძიებების პროგრამა მრავალფეროვანია და, როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, იგი ”ყველა გემოვნების ადამიანზეა მორგებული და ყველას შეუძლია, ემოციურად დადებითი მუხტი მიიღოს”.
მეიდანზე ანსამბლ "ერისიონის" კონცერტიც გაიმართება. მეტეხის ხიდზე კი ავტოშოუ მოეწყობა. მსურველები მუსიკალური პროგრამის თანხლებით მტკვარზე ტივით წელსაც გაისეირნებენ.
მეიდანზე საგანგებოდ გამართულ საწნახელში თბილისის მერმა, ქალაქის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად ყურძენი დაწურა. 
მოგვიანებით ქალაქის მასშტაბით გამოფენები, კონცერტები და ტრადიციული ხილის ფესტივალი გაიმართება. 

კომენტარები