არჩევნები 2012

საია: მასშტაბური დარღვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა

კენჭისყრის ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, დილის 10 საათის მდგომარეობით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა რამდენიმე დარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ დღეს ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ ორგანიზებულ მედიაცენტრში ასიცაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, საჩხერის 73-ე და დიდუბის ნომერ 1 უბანზე ბიულეტენების პაკეტის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული. 116-ე სპეცუბანსა და გლდანის 77 უბანზე საია-ს დამკვირვებლებს უბანზე შესვლის პრობლემა შეექმნათ. თუმცა, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია. საბურთალოს 91-ე უბანზე კომისიის წევრებმა, წილისყრის შედეგების მიუხედავად, ფუნქციები თვითნებურად გადაინაწილეს. საბურთალოს 28-ე უბანზე მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველმა, რომელიც სიაში მითითებული იყო როგორც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი.

გარდა ამისა, ჩუგოშვილის თქმთ, ფოთის 33-ე უბანზე საარჩევნო კაბინაში ერთ-ერთი პარტიის სააგიტაციო მასალა იყო გამოკრული. თუმცა, კონკრეტული პარტია მას არ დაუსახელებია. ფოთის 23-მე უბანზე ასევე ხელი შეუშალეს მედიის წარმოადგენლის, კერძოდ, ოპერატორის მუშაობს.

ჩუგოშვილკის განცხადებით, ჯერჯერობით მასშტაბური დარღვევები გამოვლენილი არ არის. მან იმედი გამოთქვა, რომ მთელი დღის განმავლობაში ასე გაგრძელდება. საიას დარღვევების ფაქტებზე შედგენილი აქვს 11 საჩივარი.

ჩუგოშვილმა შესფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ზოგიერთ ოლქში უბნებთან იმყოფებიან პირები, რომლებიც ამომრჩეველთა აღრიცხვას აწარმოებენ. მისი თქმით, „ეს უშუალო კანონდარღვევა არ არის, თუმცა წარმოადგენს არაპირდაპირ კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე“.

ასოციაციის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დილიდან ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამა თუ იმ ოლქში რომელიმე კონკრეტული გამარჯვებული კანდიდატი გამოიკვეთა. მისი თქმით, ეს „ამომრევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“ და დაუშვებელია.

საპარლამენტო არჩევნებს საიას 300 დამკვირვებელი, 9 რეგიონის 35 საარჩევნო უბანში აკვირდება.

 

კომენტარები