არჩევნები 2012

სამართლიანი არჩევნები საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ

საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა, უბნების გახსნის დროს მნიშვნელოვან და მასშტაბურ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში შეინიშნება ამომრჩეველთა აქტივობა, რაც ქმნის რიგებს საარჩევნო უბნებთან. თუმცა, საარჩევნო კომისიები წესრიგის შენარჩუნებას ახერხებენ.

სამართლიანი არჩევნების მონაცემებით, უბნის გასხნის პროცედურები კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა 77,2 პროცენტ შემთხვევაში, 20,3 პროცენტზე დაფიქსირდა მცირედი ხარვეზები, უბნების 2,5 პროცენტში პროცედურის დარღვევით გაიხსნა. პირველი ამომრჩევლის მისაღებად მზად იყო უბნების 91%, რაც, ლომჯარიას თქმით, შეესაბამება 2008 წლის საპარლამეტო არჩევნების მონაცემებს.

რაც შეეხება დარღვევებს, 10 საათის მონაცემებით სამართლოანი არჩევნების დამვიკირვებლებმა დააფიქსირეს დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 7 ფაქტი (კასპის 32-ე, ვაკის 70-ე, ბათუმის 105, მარნეულის 8-ე, საგარეჯოს 46-ე, ქუთაისის 70 და რუსთავის 50 უბნებზე). თუმცა, ამ დროისთვის, ლომჯარიას თქმით, ეს დარღვევები აღმოფხვრილია.

უბნის გახსნის პროცედურა დაირღვა სამ უბანზე - მარნეულის მე8, საბურთალოს 57-ე და საგარეჯოს 46-ე უბნებზე. გლდანის 53 უბანზე არ მომხდარა მარკირების შემოწმება, თუმცა, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ამ დარღვევაზე დროული რეაგირება მოახდინა.

სამართლიანი აღჩევნების მიერ ამ დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით დილის 10 საათის მდგომარეობით შედგენილია 13 საჩივარი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში. მისია 1271 დამკვირვებლისგან შედგება. ორგანიზაცია დაკვირვებას ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის საფუზველზე ახორციელებს.

 

კომენტარები