სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ბესო სურმავას შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატმა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას შესახებ განცხადება გაავრცელა. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართავს გაატაროს ეფექტური ღონისძიებებები სურმავას ადგილსამყოფელის დასაგენად. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომლის ბესო სურვამას მიერ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა გარკვეული ვიდეო ჩანაწერები, ბესო სურმავას ოჯახის განმარტებით, მათთვის მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი არის ცნობილი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებით, დაუყოვნებლივ გაატაროს ეფექტური ღონისძიებები  ბესო სურმავას ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, აღნიშნული ფაქტის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, მნიშვნელოვანია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ, რეგულარულად ვრცელდებოდეს ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. "

კომენტარები