სასჯელაღსრულების სისტემა

პატიმრების წამების ბრალდებით დაკავებულია ქუთაისის #2 საპყრობილის ორი თანამშრომელი

პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ორი თანამშრომელი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულნი არიან ქუთაისის მე-2 დაწესებულების განყოფილების უფროსი გაგა ლიპარტელიანი და ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი მიხეილ ჩხაიძე.

აღნიშნული პირები დანაშაულს სჩადიოდნენ ქუთაისის მეორე საპყრობილის ტერიტორიაზე.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 18 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.

 

კომენტარები