პენიტენციური სისტემა

პატიმრების წამების ბრალდებით დაკავებულია გლდანის ციხის კონტროლიორი

პატიმრების წამების ბრალდებით, გლდანის ციხის კონტროლიორი დააკავეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა.

დაკავებული მამუკა ჩხიტუნიძეს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც წამებას გულისხმობს.

პროკურორის ცნობით, ამ დროისთვის სულ დაკავებულია 12 პირი. მისივე თქმით, ამ დროისთვის გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია მძიმე მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვა ფაქტებიც, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია. 

კომენტარები