სასჯელაღსრულების სამინისტრო

გიორგი ტუღუში: ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ ორმა პატიმარმა თვითმკველობა სცადა

დღეს გამართულ ბრიფინგზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა გიორგი ტუღშმა განაცხადა, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის ორი მცდელობა დაფიქსირდა.

მისი თქმით, ზემოთხსენებული მასალების გავრცელების შემდეგ, რამდენიმე პატიმარს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კადრებში ისინი ჩანდნენ, რამაც მათი მხრიდან თვითმკლელობის მცდელობა გამოიწვია.

,,ჩვენ ამ ადამიანებს სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ, მაგრამ ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებისგან, რათა ეს საფრთხეს უქმნის როგორც პატიმრებს, ასევე იმ მიზნების აღსრულებას, რომელიც სამინისტრომ დაისახა."- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

გიორგი ტუღუშმა მედიასაშუალებებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი კადრების გაშუქებისგან და მასალების მოპოვების შემთხვევაში ანონიმურად გადასცენ ისინი პროკურატურას ან სასჯელაღსრულების სამინისტროს.

 

კომენტარები