ქდმ

ინგა გრიგოლიამ კანდიდატურა მოხსნა

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურა მოხსნა, რის მიზეზადაც ქდმ-ს მიერ ცესკოს დადგენილების მხარდაჭერა დაასახელა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიამ განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა.

,,იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ”ქრისტიან-დემოკრატები” გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას.’’- წერს ინგა გრიგოლია Facebook-ის გვერდზე. 

შეგახსნებთ,ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ქდმ-ს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება ნაწილობრივ იზღუდება.

კომენტარები