ქდმ

ქდმ-ს პარტიულ სიაში ინგა გრიგოლია, ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია არ შედიან

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის  საარჩევნოდ წარმოდგენილ პარტიულ სიაში ინგა გრიგოლია, ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია არ შედიან, ისინი პარლამენტში შესასვლელად მხოლოდ მაჟორიტარობის მანდატით იბრძოლებენ.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ, კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ და მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევში ჯაბა სამუშიამ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეს.

პარტიის წევრების წინასაარჩევნო გადაწყვეტილების შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გიორგი თარგამაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მათ ,,თითქმის გარანტირებულ საპარლამენტო მანდატზე’’ უარის თქმით გაბედული ნაბიჯი გადადგეს.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მაჟორიტარობის კანდიდატები საარჩევნო ოლქში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტს მიღმა დარჩებიან.

რაც შეეხება ქდმ-სპარტიულ სიას, პირველი ნომერი გიორგი თარგამაძე იქნება, მეორე -ლევან ვეფხვაძე, მესამე - გიორგი ახვლედიანი, მეოთხე - მაგდა ანიკაშვილი, ხოლო მეხუთე - პაატა დავითაია.

კომენტარები