პენიტენციური სისტემა

საპატრულო პოლიცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ხვალ დატოვებს

როგორც საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიცია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ხვალ, 24 სექტემბერს დატოვებს.

სამინისტრომ სააგენტოს განუცხადა, რომ საჯელაღსრულების დაწესებულებებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელობა სრულად აკონტროლებს. "საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. სრულად კი დაწესებულებებს პატრული ორშაბათს დატოვებს, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები გლდანის #8 დაწესებულებიდანაც გავლენ", - აღნიშნავენ სამინისტროში.

 

კომენტარები