საზოგადოებრი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია დასრულებულია

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია გაიმართა. მომიტინგეების განცხადებით, ისინი მოითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და  სასჯელაღსრულების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელებისგან დაჩი ცაგურიას ცემის ფაქტის სასწრაფო გამოძიებას.
დემონსტრანტებმა შენობაში შეჭრაც სცადეს, მაგრამ ამის საშუალება მათ დაცვამ არ მისცა. მიმდებარე ქუჩას და კოსტავას ქუჩას პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი აკონტროლებს.  დაჩი ცაგურიასა და ლევან ალადაშვილს დღეს სასამართლომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.  

ამ წუთისთვის აქცია დასრულებულია. აქციის ზოგი მონაწილის თქმით, მათ გარკვეულ გამარჯვებას უკვე მიაღწიეს, რადგან ხვალ ეკა კვესიტაძის გადაცემაში მიიწვიეს ლაშა ბუღაძე, რომელიც დემონსტრანტთა მოთხოვნებზე ისაუბრებს. 
 

კომენტარები