სასჯელაღსრულების სისტემა

პატიმრების წამებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები განახლდა

ფილარმონიასთან სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ცნობილი სახეებიც არიან, აცხადებენ, რომ მანამდე იდგებიან ერთად, სანამ ყველა პატიმრის უფლება არ იქნება დაცული. ფილარმონიის წინ შეკრებილებს სტუდენტებიც შეუერთდნენ, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოდულის შენობასთან იმყოფებოდნენ.

საპროტესტო აქცია განახლდა გლდანის ციხესთნაც. ახალგაზრდები გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ და მათ წამებასა და შეურაცხყოფაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, მხოლოდ რამდენიმე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის და ისინი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გასამართლდნენ.

აგრეთვე, როგორც ცნობილია, სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებების წარმომადგენლებმა იუსტიციის ახლად გახსნილ სახლთან შიმშილობის აქცია დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული დათო ფაცაციას, ლაშა მესხიას, დაჩი ცაგურიას და ბექა ალადაშვილის გათავისუფლებაა.

დათო ფაცაცია და ლაშა მესხია 21 სექტემბერს დააკავეს. მათ 40-დღიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი კი დღეს დააკავეს, ისინი საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილი.

 

კომენტარები