სასჯელაღსრულების სისტემა

სასჯელაღსრულების სამინისტრო საპყრობილეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მედიის საშუალებით ბოლო ხანებში გავრცელებულ ინფორმაციას საპყრობილეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უარყოფს.

სამინისტროს ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების #3 კორპუსში განთავსებული პატიმრები არიან ნაცემები, არ შეესაბამება სინამდვილეს. სასჯელაღსრულების სამინისტრო აგრეთვე უარყოფს ინფორმაციას, რომ ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულმა რამდენიმე პატიმარმა პირი ამოიკერა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

 

კომენტარები