ოკუპირებული ტერიტორიები

EUMM: სამხრეთ ოსეთის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ზრდა შეინიშნება

საქართველოში ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პერსონალის ზრდა შეინიშნება, რასთან დაკავშრებითაც მისია შეშფოთებას გამოთქვამს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ასევე ნათქვამია რომ ბოლო დღეებში გავრცელდა განცხადებები, საქართველოს უშიშროების ძალების განლაგების შესაძლო ცვლილების თაობაზეც, თუმცა ამ განცხადებების გამამყარებელი მტკიცებულებები არ აღმოჩენილა.
„ევროკავშირის მონიტორინგის მისია ინტენსიურადაა ჩართული ამგვარი ინფორმაციის მონიტორინგსა და შეფასებაში დამატებითი პატრულის განთავსების გზით და ამოწმებს სიტუაციას შესაბამის ხელისუფლებასთან. მისიას არ შეუნიშნავს რაიმე მტკიცებულებები ამგვარი განცხადებების გასამყარებლად. თუმცა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ პატრულირება გააძლიერა ადგილზე სიტუაციის აქტიური მონიტორინგის მიზნით.“– ნათქვამია მისიის განცხადებაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ორივე მხარეს მოუწოდებს, თავი შეიაკვონ ნებისმიერი ქმედებისგან, რაც საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

კომენტარები