სასჯელაღსრულების დაწესებულება

გლდანის მერვე საპყრობილეში გიორგი ტუღუში ჟურნალისტებთან ერთად მივიდა

გლდანის ციხეში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახლადდანიშნული მინისტრი, გიორგი ტუღუში მივიდა. მინისტრთან ერთად საპყრობილის ეზოში ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ გისოსებს მიღმა მყოფ პატიმრებს გასაუბრებოდნენ. პატიმრები აცხადებენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში მათზე ზეწოლა არ ყოფილა.

გიორგი ტუღუშმა პატიმრებს დაწესებულების ეზოდან მიმართა და აღუთქვა, რომ მათი მდგომარეობის გამოსწორების გარანტი თავად იქნება.

სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ დღეს ათი თანამშრომელი გაათავისუფლა.

,,მე გავესაუბრები თითოეულ პატიმარს, მოვიძიებ ინფორმაციებს და სამსახურიდან დავითხოვ ყველა რიგით თუ თანამდებობის პირს, ვინც შემჩნეულია პატიმართა წამებაში."- განაცხადა გიორგი ტუღუშმა. 

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს პატიმრებთან ხშირი კონტაქტის მეტი საშუალება ექნებათ და შესაძლებლობა მიეცემათ სამინისტროს პრობლემების აღმოსაფხვრაში დაეხმარონ. 

კომენტარები