სასჯელაღსრულების სისტემა

გიორგი ტუღუშმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა, გიორგი ტუღუშმა, პირველი არხის გადაცემაში ”დიალოგი დავით პაიჭაძესთან ” მიიღო მონაწილეობა. ტუღუშის თქმით, მისი მთავარი მიზანი იქნება სისტემის სრული გაწმენდა და ახალ წლამდე კონკრეტული შედეგების მიღწევა - სიკვდილიანობის შემცირება ციხეებში და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. მან ასევე განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით არაერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს - უფრო მეტის, ვიდრე 12 ადამიანის.

„ მე დამჭირდება საგამოძიებო ორგანოების სრული მობილიზება . მე მჭირდება სრული მხარდაჭერა. ხელისუფლების მოქმედების გარეშე ვერავინ მოაგვარებს პრობლემებს, ვერც მინისტრი შეძლებს ამას “ - განაცხადა ტუღუშმა.

ახალმა მინისტრმა ასევე ისაუბრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის უფლებების შემცირების საჭიროებასა და სამინისტროში შიდა კონტროლის გაძლიერებაზე. ტუღუში უახლოეს მომავალში აპირებს ზუგდიდისა და ბათუმის ციხეების დახურვას, პერსპექტივაში კი თბილისის პირველ საპყრობილის გაუქმებაზეც იმუშავებს.

ახალი მინისტრის აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება და სამინისტროში შიდა- კონტროლის მექანიზმების არარსებობაა. „ სად-ი იყო მიშვებული მინისტრისგანაც და სხვა უწყებებისგანაც. კმაყოფილი იყვნენ იმით, რომ იყო სიწყნარე, სიჩუმე. რეჟიმი იყო უზრუნველყოფილი. არაერთი უწყება რომელიც ვალდებული იყო დაინტერესებულიყო ამ სისტემით, ასე არ იქცეოდა - განაცხადა ტუღუშმა.

 

კომენტარები