სასჯელაღსრულების დაწესებულება

პატიმრების წამების ფაქტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტი გამოეხმაურა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი, პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჟან კლოდ მინიონი ქართულ მხარეს ურჩევს, წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის შესახებ ევროსაბჭოს ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებით იხელმძღვანელოს, რომ მსგავსი სიტუაციები აღარასდროს განმეორდეს.

,,მე ვიყავი შოკირებული და შეძრწუნებული ქართული მედიით გავრცელებული იმ კადრებით, რომელიც საქართველოს ციხეში მცველების მიერ პატიმრების შეურაცხყოფას ასახავს. გაუსაძლისი სისასტიკე მოხდა ქვეყანაში, რომელიც ევროსაბჭოს წევრია. პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა დამნაშავეების დასჯის ინიციატივით. ვიმედოვნებ, რომ ყველა - ნებისმიერ დონეზე, ვისაც მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება, იქნება იდენტიფიცირებული და კანონის შესაბამისად დასჯილი.’’-ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები