თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო მეცხრე არხის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპრალი გიორგი ბოკელავაძე, კოალიცია ქართულ ოცნებას შეუერთდა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,დღეს ტელეკომპანია მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ІІ საარტილერიო ბრიგადის კაპრალი გიორგი ზაზას ძე ბოკელავაძე ქართული ოცნების აქციაზე ყოფნის დროს კოალიცია ქართული ოცნების რიგებს შეუერთდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კაპრალი გიორგი ზაზას ძე ბოკელავაძე არ ირიცხება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, არის სრული დეზინფორმაცია და ტყუილი. კაპრალი გიორგი ზაზას ძე ბოკელავაძე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 2012 წლის 10 მაისიდან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, შეწყვიტონ ყოველგვარი სპეკულაციები ქართული არმიის მიმართ."-ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები