ტელეკომპანია მეცხრე არხმა არასრულწლოვან პატიმართა არასათანადოდ მოპყრობისა და ცემის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრები, რომელზეც პატიმართა ცემის, წამებისა და გაუპატიურების ფაქტებია ასახული, ტელეკომპანიის ინფორმაციით, არასრულწლოვანთა კოლონიაშია გადაღებული.
ვიდეომასალაში აღბეჭდილია, თუ როგორ ეკითხებიან პატიმრებს, სცემენ თუ არა ისინი ქურდებს პატივს, ამის შემდეგ კი მათ ფიზიკურად უსწორდებიან. კადრები არასრულწლოვან პატიმართა ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ასახავს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების ცემისა და წამების ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა მეცხრე არხმა და მაესტრომ 18 სექტემბერსაც გაავრცელეს.