სასჯელაღსრულების დაწესებულება

2011 წელს ყველაზე მეტი პატიმარი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გარდაიცვალა

სახალხო დამცველის მონაცემებით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 2011 წელს სულ 114 ბრალდებული და მსჯავრდებული გადაიცვალა. გარდაცვალების ყველაზე მეტი, 86 შემთხვევა გლდანის ნომერ მე-18 დაწესებულებაზე მოდის. წლის განმავლობაში არ ჩაუვლია არც ერთ თვეს პატიმრის გარდაცვალების გარეშე (ყველაზე ცოტა 3 და ბევრი - 12 გარდაცვლილი პატიმარი თვეში).

გარდაცვილი პატიმრების და ბრალდებულების რაოდენობით რიგით მეორე ნომერ მე-15 დაწესებულებაა. 2011 წელს იქ 10 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

კომენტარები