წიგნები

სალმან რაშდიმ ახალი წიგნი გამოსცა

დღეს, 18 სექტემბერს ბრიტანული წიგნის მაღაზიების თაროებზე ინდური წარმოშობის ცნობილი ინგლისელი მწერლის, სალმან რაშდის ახალი რომანი- „ჯოზეფ ანტონი- მემუარები“ გამოჩნდა. რომანი თითქმის ავტობიოგრაფიულია და მასში მოყოლილია მწერლის ცხოვრება მას შემდეგ, რაც 1988 წელს, რაშდიმ გახმაურებული რომანი „სატანური ლექსები“ გამოსცა. წიგნის სიუჟეტმა მუსულმანური სამყაროს დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. 1989 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მაშინდელმა სულიერმა და პოლიტიკურმა ლიდერმა რუხოლა ხომეინიმ, სახალხოდ დაწყევლა მწერალი მოციქული მუჰამედის სახელისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, რაშდის ჩამოხრჩობის განაჩენი გამოუტანა და მუსულმანებს მისი მოკვლისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, მწერალი იძულებული გახდა, ყველასგან ფარულად და  მუდმივად დაცვის წევრების გარემოცვაში ეცხოვრა.

„ჯოზეფ ანტონი-მემუარები“ მოგვითხრობს დევნილობაში მყოფი მწერლის შესახებ, რომელშიც მკითხველი ადვილად ამოიცნობს წიგნის ავტორის ბიოგრაფიას.

რამოდენიმე დღის წინ ირანის რელიგიურმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომ სალმან რაშდის სანაცვლოდ, ისინი თავდაპირველად დასახელებულ თანხაზე ნახევარი მილიონით მეტს, 3,3 მილიონ დოლარს გადაიხდიან.

 

კომენტარები