კვებეკის საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში

ტატიშვილის მორიგი წარმატება

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, რომელმაც ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში 52-ე ადგილზე გადაინაცვლა, კვებეკის საერთაშორისო ტურნირის  მეოთხედფინალში გააღწია.

დღეს, მეორე წრის შეხვედრები გაიმართა, სადაც ტატიშვილი მეშვიდე ნომრად განთესილ პეტრა მარტიჩს დაუპირისპირდა. 6:2, 6:3 - ანამ ასეთი ანგარიშით დაამარცხა ხორვატი მოწინააღმდეგე და შემდეტ ეტაპზე, ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსს და ხორვატ მირიანა ლუჩიჩს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.

კვებეკის საერთაშორისო ტურნირის მეორე წრის დაძლევით, ანამ  70 სარეიტინგო ქულა დააგროვა. ამის გათვალისწინებით დიდად სავარაუდოა, რომ ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს საუკეთესო 50 ჩოგბურთელს შორის მოხვდება. იმ შემთხვევაში, თუ ტატიშვილი მეოთხედფინალშიც წარმატებით იასპარეზებს, რეიტინგს 130 ქულას შემატებს.

 

კომენტარები