აშშ

ობამამ ლიბიაში აშშ-ს საკონსულოზე თავდასხმა მკაცრად დაგმო

ლიბიაში, აშშ-ს საკონსულოზე თავდასხმას, რომლის დროსაც აშშ-ს ელჩი დაიღუპა, ბარაკ ობამა გამოეხმაურა. აშშ-ს პრეზიდენტმა თავდასხმას შემაშფოთებელი უწოდა და მომხდარი მკაცრად დაგმო.

,,ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერ რელიგიურ შეხედულებებს პატივს სცემს, თუმცა, ჩვენ ცალსახად ვგმობთ ძალადობას, რომლის შედეგად ჩვენი დიპლომატები დაიღუპნენ.’’-განაცხადა ბარაკ ობამამ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საელჩოებისა და საკონსულოების დაცვის ზომების მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაძლიერების ბრაძანება გასცა.

შეგახსენებთ, ლი­ბი­ა­ში, ქა­ლაქ ბენ­ღა­ზი­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩი მოკ­ლეს. კრის­ტო­ფერ სტი­ვენ­სი აშშ-ს სა­კონ­სუ­ლო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ელ­ჩის გარ­და და­ი­ღუ­პა სა­ელ­ჩოს კი­დევ 3 თა­ნამ­შრო­მე­ლი.

თავ­დას­ხმა უკავ­შირ­დე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცე­ლე­ბულ ფილმს ,,ის­ლა­მის უწ­ყი­ნა­რო­ბა’’, რო­მე­ლიც ამე­რი­კელ­მა მოყ­ვა­რულ­მა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფებ­მა შექ­მნეს.

 

კომენტარები