პენიტენციური სისტემა

ცოტნე გამსახურდია ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყობაში ადანაშულებს. ამასთან დაკავშრებით მან განცხადება გაავრცელა, სადაც დაწესებულებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. ტაბულა აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,მე, ცოტნე გამსახურდია რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულების უკანონოდ გასამართლებული პატიმარი, ვხედავ რა, სასჯელაღსრულების დაწესებულების პერსონალის მხრიდან არაადამიანურ და ღირსებაშემლახველ მოპყრობას მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულების მიმართ არასათანადო მკურნალობის განხორციელებაში, ჩემი ვალია გამოვაცხადო პროტესტი შიმშილობის ფორმით და საკუთარი ხმა მოგაწვდინოთ მრავალი პატიმრის მძიმე მდგომარეობის გადმოსაცემად, რასაც ვაცხადებ მოთხოვნის ფორმით: 
1. მოვითხოვ, გაუმჯობესდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ რუსთავის #17 სასჯელარსრულების დაწესებულების მსჯავრდებულებს, ზაქრო ცაცაშვილს, სიმონ მამათელაშვილს და ზვიად მეოტიშვილს.
2. მოვითხოვ, ჩემს მიმართ განხორციელდეს ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა ხერხემლის და ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებით.
3. მოვითხოვ, ჩატარდეს სასამართლო პროცესი – 2007 წელს სახელმწიფო უშიშროების მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით ,,ჯაშუშობისა და გადატრიალების მცდელობის" გამო, რომელიც სპეციალურად, ჩემს მიმართ შეთხზეს.
ვიმედოვნებ უყურადღებოდ არ დარჩება, ჩემი მცდელობა დავეხმარო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მსჯავრდებულებს და ამით ვიმყოფებოდე საკუთარი ხალხის სამსახურში. თუნდაც ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სამართლიანობის დიდი გამარჯვება იქნება."-ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები