სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურმა აშშ-ს დელეგაციას ფინანსური მონიტორინგის მეთოდოლოგია გააცნო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აშშ-ს უწყებათაშორის დელეგაციას პარტიების ფინანსური მონიტორინგის მეთოდოლოგია გააცნო.

შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას თქმით, სტუმრები დაინტერესდნენ აუდიტის სამსახურის ხედვებით, ასევე ჰქონდათ შეკითხვები კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით.

,,დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ცდილობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფას და ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი მიზანია სამართალდაღვევების პრევენცია – თუ რა მეთოდებით ვცდილობთ ავირიდოთ სანქციები კონკრეტულ პარტიებთან მიმართებაში.’’ - განაცხადა ლაშა თორდიამ. 

ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათაშორისი დელეგაცია, ტომას მელიას ხელმძღვანელობით საქართველოს 10 სექტემბერს, წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით ეწვია. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია საქართველოში ვიზიტს დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაფასებს.

კომენტარები