ვიზიტი

17 სექტემბერს საქართველოს ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

17 სექტემბერს საქართველოში ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ვიზიტი გაიმართება. ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოს რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული ვიზიტი მეგობრული ჟესტის გამოხატულებაა და მის ფარგლებში საუბარი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე შედგება.

ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები