შსს

შსს-მ ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამისისტრომ ლოპოტას ხეობაში დააკავა შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი.

დაკავებული იყო დაჭრილი, მას გაუწიეს სამედიცინო დახმარება და ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ლოპოტას ხეობაში ძებნის ღონისძიებას.

კომენტარები